თაიმლაინი

მაისი, 2018 (5 ღონისძიება)

საქართველო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე.

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე განაცხადი ქართულმა მხარემ 2017 წელს გააკეთა. დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი ძალისხმევისა და რამდენიმეწლიანი შრომის შედეგია.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში 2023 წელს გაიმართება.

                                    

სრულად 17 მაისი

დღეს საქართველოს სათხილამურო ფედერაცია FIS-ის საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარსდგა

დღეს კოსტა ნავარინოში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის კონგრესზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია FIS-ის საბჭოს წინაშე ბაკურიანი 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზენტაციით წარსდგა.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და ფრისტაილის კომიტეტის უფროსი ლევან მეტრეველი.

17 მაისს კონგრესზე ოფიციალურად დასახელდება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა.    

 

სრულად 15 მაისი

FIS - ის კონგრესი 2018

ამ სტენდით წარადგენს საქართველოს - სათხილამურო სათხილამურო ფედერაცია და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია 2018 წლის FIS- ის კოსტა ნავარინოს კონგრესზე საბერძნეთში. 17 მაისს კონგრესზე ოფიციალურად დასახელდება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა. ფოტოზე: საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი - ზურაბ კოსტავა.

სრულად 14 მაისი

საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის კონგრესი გაიმართება

 2018 წლის 13 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში ტარდება 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ კონგრესს დაესწრებიან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, გენერალური მდივანი ირინა აჩბა, ვიცე პრეზიდენტი პატრიკ ლანგი, ფრისტაილის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მეტრეველი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამთა იაშაღაშვილი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ანი გერაძე.

2017 წლის აპრილში საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის დაბა ბაკურიანში ჩატარების თაობაზე.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა ჩვენი განაცხადის მიღება და საქართველოს კანდიდატურის განხილვა მოხდება საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე საბერძნეთში.

კონგრესის მუშაობის პერიოდში მოეწყობა საქართველოს კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება სარეკლამო მასალა საქართველოს შესახებ.

საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგება FIS-ის საბჭოს და შესაბამისი კომიტეტების წინაშე 15 და 16 მაისს, ხოლო 17 მაისს კონგრესზე ოფიციალურად დასახელდება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა.    

სრულად 12 მაისი

მსოფლიო თასის სპორტსმენები 2018/19 წლის აღჭურვილობას ირგებენ

გაზაფხულზე სამთო-სათხილამურო დიდ ოჯახში ცვლილებების პერიოდია: ნაკრები გუნდების წევრები და მწვრთნელები ირჩევა, ვეტერანი სპორტსმენები კარიერას ასრულებენ, მოქმედი სპორტსმენები კი მომავალი სეზონისთვის ახალ აღჭურვილობას ირგებენ. სპორტსმენები სათხილამურო ფირმებთან ახალ კონტრაქტებს დებენ.

რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა კონტრაქტი ახალ ფირმასთან გააფორმა.

ავსტრიელმა ვეტერენმა მაქს ფრანცმა, რომელმაც გასულ სეზონზე სამი პოდიუმი მოიპოვა და ასევე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, განაცხადა, რომ მომავალ სეზონზე ფირმა ,,ფიშერით“ იასპარეზებს. იგი 15 წლის განმავლობაში ,,ატომიკით“ ასპარეზობდა. ,,ავსტრიული თხილამურებით და ისეთ ძლიერ ნაკრების წევრთან, როგორიც ვინც კრიხმაიერია, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებ. ჩემი მიზანი ორეს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვებაა.“ - მაქს ფრანცი. 

 

კანადელმა დასტინ კუკმა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. დასტინი 8 წლის განმავლობაში ,,ჰედის“ თხილამურებით ასპარეზობდა, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ,,შტოკლის“ თხილამურებით გამოვა. დასტინმა 2015/16 წლის სეზონი მუხლის მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ იგი ძლიერად მუშაობს, რომ მსოფლიო თასის გათამაშებას კარგი ფორმით დაუბრუნდეს.

მსოფლიო თასის 2 ეტაპის პრიზიორი - ამერიკელი ლორენ როსი, რომელიც 5 წელი ,,ფიოლკლით“ ასპარეზობდა, მომავალ წელს  შეჯიბრებებზე ,,შტოკლის“ თხილამურებით გამოვა. ლორენი 2017/18 წლის სეზონს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, მისი საუკეთესო შედეგი ვალ დიზერში მე-8 ადგილი იყო.

ბრიტანელი დეივ რიდინგი მომავალ სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპის მოგებას ,,დინასტარის“ თხილამურებით შეეცდება. იგი 5 წლის განმავლობაში ,,ფიშერით“ ასპარეზობდა. რიდინგმა 2017/18 წლის მსოფლიო თასის სლალომის საერთო ჩათვლაში მე-11 ადგილი დაიკავა, მისი საუკეთესო შედეგი ოსლოში სამოქალაქო შეჯიბრზე დაკავებული მეოთხე ადგილი იყო. მან ,,დინასტართან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რიდინგი ასევე ორი წლის განმავლობაში ,,ლანგეს“ სათხილამურო ჩექმით იასპარეზებს. ,,შეიძლება ითქვას, რომ ,,დინასტარით“ გავიზარდე, 20 წლამდე ამ თხილამურებით ვსრიალებდი. იმდენი კარგი მოგონება მაქვს ,,დინასტარით“ სრიალზე და ასპარეზობებზე. ბრენდის შეცვლასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ,,დინასტარმა“ წარმატებას მიაღწიოს.“ - თქვა დეივ რიდინგმა.

მოსკოვში ჩატარებული 2013 წლის შეჯიბრის გამარჯვებული, გერმანელი ლენა დური მომავალ წელს ,,ჰედის“ თხილამურებით იასპარეზებს, მან 4 წელი ,,ფიოლკლით“ ისრიალა. ლენა გასულ სეზონზე საუკეთესოთა ათეულში სამჯერ შევიდა.

 

 შვეიცარიელმა იოანა ჰელენმა, რომელმაც გასულ სეზონზე ვალ დიზერში სუპერგიგანტში მეხუთე ადგილი დაიკავა, ,,ფიოლკლის“ თხილამურები ,,ატომიკის“ ბრენდით შეცვალა.

 

გერმანელმა სლალომის სპეციალისტმა მარინა ვალნერმა, რომელმაც გასულ ზამთარში სამჯერ მოახერხა ათეულში შესვლა, ,,ფიშერის“ თხილამურები ,,ატომიკით“ შეცვალა.

 

გიგანტური სლალომის სპეციალისტმა ჯინო კავიცელიმ განაცხადა, რომ ,,ჰედიდან“ ,,დინასტარზე“ გადაინაცვლა. ..„დარწმუნებული ვარ, რომ ,,დინასტარით“ წინ დიდ ნაბიჯს გადავდგამ. ამ ბრენდის თხილამურებით და გუნდთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ.“ - ჯინო კავიცელი.

 

ნორვეგიელი ბოერნერ ნეტელანდი, რომელმაც ბევერი კრიკში, გიგანტურ სლალომში მე-17 ადგილი დაიკავა, ,,ფიშერის“ ოჯახის წევრი გახდა, მანამდე კი ,,ჰედის“ თხილამურებით სრიალებდა.

 

 

 

სრულად 11 მაისი
აპრილი, 2018 (7 ღონისძიება)

IV ეტაპის შედეგები

IV ეტაპის შედეგების სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

05.04.2018 - სლალომი

06.04.2018 - გიგანტური სლალომი

სრულად 24 აპრ

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ყრილობა გამართა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის რიგით მე-11 ყრილობა გაიმართა დღეს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“.

ფედერაციის ხელმძღვანელობამ ყრილობაზე 2015-2018 წლებში გაწეული სამუშაოს შესახებ საანგარიშო მოხსენება წარმოადგინა.

ყრილობაზე  საქართველოს სათხილამურო  ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და  ოლიმპიურ 4 წლიან ციკლს ემთხვევა. 

ყრილობაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სათხილამურო სპორტს შემდეგი შემადგენლობით უხელმძღვანელებს: პრეზიდენტი - ზურაბ კოსტავა, გენერალური მდივანი - ირინა აჩბა, ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე გაბაშვილი, პატრიკ ლანგი, ეკატერინე ორჯონიკიძე, თამაზ გამცემლიძე.

ზურაბ კოსტავას ხედვით, სათხილამურო სპორტი განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ვინაიდან საქართველო მთის ქვეყანაა და ამ სპორტის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, სათხილამურო სპორტის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის  განვითარებისთვის, ასევე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

ყრილობას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის ,,სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენეიშვილი. მათ რეგიონებში სპეციალიზირებული სპორტ-სკოლების გახნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს საქართველოში სპორტსმენების რაოდენობის გაზრდას და სამთო სათხილამურო კურორტების კიდევ უფრო განვითარებას.

ყრილობაზე ასევე საუბარი იყო, ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომელიც ბაკურიანში 2023 წელს იგეგმება.

„მაისის შუა რიცხვებში ბაკურიანი ოფიციალურად გახდება 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კურორტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ზამთრის სპორტისთვის. უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული იმაში, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა გამხდარიყო და მჯერა რომ  ამ სპორტის ყველა გუშემატკივარი კიდევ უფრო გაერთიანდება ამ ღონისძიების ხარისხიანად ჩასატარებლად.“ - გიორგი რამიშვილი.

16 მაისს საბერძნეთში დასახელდება ქვეყანა, სადაც  2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. საქართველო ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატია. 

 

 

 

 

სრულად 13 აპრ

13 აპრილს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ყრილობა გაიმართება

13 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის რიგით მე-11 ყრილობა გაიმართება.

ყრილობაზე წარმოდგენილი იქნება 2015-2018 წლების საანგარიშო მოხსენება გაწეული სამუშაოს შესახებ, განიხილება ფედერაციის წესდებაში შესატანი ცვლილებები და გაიმართება კენჭისყრა ფედერაციის პრეზიდენტისა და პრეზიდიუმის წევრების ასარჩევად.

საქართველოს სათხილამურო  ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და  ოლიმპიურ 4 წლიან ციკლს ემთხვევა. 

სათხილამურო ფედერაციის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდანტია, შ.პ.ს. ,,სერვისნეტი“ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბატონი ზურაბ კოსტავა, რომელიც სამთო-სათხილამურო სპორტის დიდი გულშემატკივარია.

მისი ხედვით, სათხილამურო სპორტი განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ვინაიდან საქართველო მთის ქვეყანაა და ამ სპორტის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, სათხილამურო სპორტის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის  განვითარებისთვის, ასევე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

 

 

სრულად 11 აპრ

გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ფინალური ეტაპი დასრულდა

დღეს გუდაურში 2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეოთხე ეტაპი გაიმართა.  ბაკურიანის და სვანეთის შემდეგ  ეტაპებმა გუდაურში გადაინაცვლა და სეზონის ფინალური შეჯიბრი 5-6 აპრილს კუდების ფერდობზე ჩატარდა. 

თოვლის სათანადო ხარისხმა და მზიანმა ამინდმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს შეჯიბრის წარმატებულად ჩატარებაში ხელი შეუწყო.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, და აჭარის გუნდებმა,  თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეებმა.  წელს საქართველოს თასის გათამაშებას გუდაურის გუნდისა და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლების ასოციციის წევრებიც შემოურთდნენ.

სპორტსმენმა გოგონებმა და ვაჟებმა სლალომსა და გიგანტურ სლალომში სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს.

ორივე საშეჯიბრო დღეს გამოვლინდა 2018 წლის საქართველოს თასის მეოთხე ეტაპის გამარჯვებულები და ასევე აბსოლუტური ჩემპიონებიც.

სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაციის ვებ გვერდზე - www.gsf.ge

წელს დაარსებული სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასი გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულ სვანეთის ნაკრებს გადაეცა.  გუდაურის კურორტის დაარსებაში და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის გარდამავალი თასი მისი ღვაწლის აღსანიშნავად დაარსდა.  

ასევე ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ უმცროსი ასაკის მოთხილამურეები სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ფონდიდან. უკვე მეხუთე წელია, გურამ გირგვლიანის ინიციატივით, ახალგაზრდა სპორტსმენებს,  სტიმულის გაზრდის მიზნით ფულადი პრიზი გადაეცემათ.  

საქართველოს თასის ეტაპები  სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ , მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და  კომპანია ,,ბორჯომის“  მხარდაჭერით  იმართება.

ქართველი სპორტსმენები საქართველოში ჩატარებულ შეჯიბრებებზე მიღწეული წარმატებებით საერთაშორისო სათხილამურო ოჯახის წევრები ხდებიან.

 

 

 

 

 

სრულად 6 აპრ

5-6 აპრილს გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ფინალური ეტაპი გაიმართება

5-6 აპრილს  გუდაური  2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეოთხე, ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

შეჯიბრი კუდების ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება. 

საქართველოს თასის ეტაპები  სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ , მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და  კომპანია ,,ბორჯომის“  მხარდაჭერით  იმართება.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, და აჭარის გუნდები. ასევე თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეები და გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეები. 

წელს საქართველოს თასის გათამაშებას გუდაურის გუნდის და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლების ასოციციის წევრებიც შემოურთდნენ.

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ:

          ბავშვები  I,  დაბადების წელი 2004-2005

          ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

          მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

ფინალური ეტაპის ორივე დღეს, შეჯიბრის დასრულების შემდეგ გაირკვევა 2018 წლის საქართველოს თასის მეოთხე ეტაპის გამარჯვებულებისა და ასევე აბსოლუტური ჩემპიონების ვინაობა.  მათ პრიზები საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან გუნდურ შეჯიბრში საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულ რეგიონს, გუდაურის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.

1988 წელს გუდაური, როგორც სათხილამურო კურორტი, სწორედ სოლიკო ხაბეიშვილის დიდი ძალისხმევით დაარსდა.

1991-1993 წლებში სოლიკო ხაბეიშვილი იყო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პირველი პრეზიდენტი.

გუდაურის კურორტის დაარსებისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად, წელს სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასი პირველად გადაეცემა გამარჯვებულ რეგიონს.   

უკვე მეხუთე წელია, რაც უმცროსი ასაკის გამარჯვებული მოთხილამურეები, გურამ გირგვლიანის ინიციატივით, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ფონდიდან ფულადი პრიზით ჯილდოვდებიან. აღნიშნული პრიზი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სტიმულის მიცემის მიზნით დაარსდა.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოზარდი უერთდება პროფესიულ სპორტს, რითაც  საქართველოს შესაძლებლობა ექმნება სათანადო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ასპარეზზე.

 

 

სრულად 3 აპრ

ალექსი ბენიაიძემ თურქეთში გაიმარჯვა

თურქეთის კურორტ ერზრუმ/პალანდუკენში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სამთო-სათხილამურო შეჯიბრებები (FIS) ჩატარდა.

ალექსი ბენიაიძემ სლალომების შემდეგ გიგანტური-სლალომის შეჯიბრიც მოიგო.

იასონ აბრამაშვილი და ბესარიონ ჯაფარიძე პირველ ცდაში, სოსო ჯაფარიძე კი მეორე ცდაში სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშნენ.

ალექსის ვულოცავთ გამარჯვებას!

სრულად 2 აპრ