სპორტსკოლები

ბაკურიანი

თოვლის კლუბი ნანიკები

შპს "თოვლის კლუბი ნანიკები"  2001 წლიდან სთავაზობს 17 წლამდე ბავშვებს და მათ მშობლებს დაუვიწყარ დასვენებას ბაკურიანში. ზამთარში 12, ზაფხულში 14 დღიანი შეკრებები.
პაკეტში შედის:
მგზავრობა თბილისიდან თბილისამდე
სამჯერადი კვება
გამოცდილი მწვრთნელები
ზამთარში - სასრიალო აღჭურვილობა (თხილამური, ბათინკი, ჩაფხუტი)
საბაგირო
ზაფხულში - ლაშქრობები და ექსკურსია ბოჯომის პარკში.

 

... სრულადაკეცვა

დაბა ბაკურიანში , კოხტაგორისკენ მიმავალ გზაზე

571 22 10 17 ან 551 22 10 71

https://www.facebook.com/6-ski

სპორტ-სკოლა მე-6

სამთო სათხილამურო სპორტ-სკოლა მე-6 გთავაზობთ ზამთარში და ზაფხულში აქტიურ დასვენებას კომფორტულ სასტუმროში დაბა ბაკურიანში , კოხტაგორისკენ მიმავალ გზაზე. სასტუმროს ყველა ოთახი 4 საწოლიანია, ინდივიდუალური სანკვანძით, სასადილოთი, სპორტული დარბაზით და გასართობი ოთახით.

მოემსახურებიან 6-14 წლამდე ასაკის ბავშვებს გემრიელი სამზარეულოთი, ინსტრუქტორებით, სათხილამურო ინვენტარით, საბაგიროთი და ტრანსპორტირებით.

ზაფხულის პერიოდში - სახვითი და შემეცნებითი ხელოვნების გაკვეთილებით და მცირე ლაშქრობებით დაბა ბაკურიანის ირგვლილ ულამაზეს ხეობებში.

... სრულადაკეცვა

ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ჩიხი #14 (სასტუმრო მელისთან)

574 888524; 555 593235; 568 651212;

snowboardacademy2017@gmail.com

https://www.facebook.com/snowboardacademy2017

Snowboard Academy

პირველი სნოუბორდ სპორტსკოლა საქართველოში "Snowboard Academy" გიწვევთ სპორტული და შემეცნებითი პროგრამით დასასვენებლად და ყოველი წუთის მხიარულად გასატარებლად ბაკურიანში.(ზამთარ-ზაფხულ)
ნამდვილი სპორტული მიდგომით კვალიფიციური მწვრთნელები ასწავლიან ბავშვებს სრიალს სნოუბორდზე (თხილამურზე).

ვღებულობთ ბავშვებს 6 - დან 14 წალმდე სპორტული და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ბავშვებისადმი ინდივიდუალური მიდგომით პროფესიონალი მწვრთნელები იზრუნებენ ნაყოფიერ შედეგზე.

მწვრთნელები : მათე ეცადაშვილი, ოთარ გაგუა, გიორგი მელაძე.
ანიმატორი : თათია სარუხანიშვილი
მეთვალყურე : არჩილ ხუნწარია, გიორგი ზაუტაშვილი.
სპორტსკოლის ექიმი : ნატა იმერლიშვილი

... სრულადაკეცვა

ბაკურიანი, საქართველო

599 71 33 73 ან 579 71 88 99

www.ski-school.ge

https://www.facebook.com/XTREMESKI

სპორტ-სკოლა 'იქსტრიმი'

სამთო სათხილამურო სპორტ-სკოლა „იქსტრიმი“ გთავაზობთ დაუვიწყარ 15 დღიან ზაფხულის და 12 დღიან ზამთრის შეკრებებს დაბა ბაკურიანიში.

სკოლა ემსახურება 6-14 წლამდე ასაკის ბავშვებს, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორები მაქსიმალურად ცდილობენ შესაბამსი შეკრების განმავლობაში შექმნან ბავშვებისთვის შემეცნებითი, სახალისო გარემო, ისინი იყენებენ სპეც-თამაშებს თქვენი შვილებისთვის-ინტელექტის ამაღლებისთვის, მომავალი განვითარებისა და სხვადასხვა ცხოვრებისეული ჩვევების შეძენისათვის. ასევე თუ როგორ უნდა იკონტაქტონ ერთმანეთთან ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე.

ინსტრუქტორებისთვის მთავარი მიზანი სწორედ მათი ბავშვების სწორი განვითარებაა, მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ მათზე, ამაზე მეტყველებს სწორედ ის კვების, ძილის, გართობისა და სპორტული შეჯიბრებების რეჟიმი რომლითაც  ცნობილია სკოლა „იქსტრიმი“.

ჩვენი საზრუნავია იმ ბავშვების მომავალი, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ და იზრდებიან!

... სრულადაკეცვა