მსოფლიო ამბები

28 Jun '18

მეორე წელია საუკეთესო ქალმა სამთო მოთხილამურეებმა უფრო მეტი თანხა გამოიმუშავეს ვიდრე ვაჟებმა

იმ დროს, როდესაც ქალები მსოფლიოს მასშტაბით პროფესიის თანაბარი ანაზღაურებისათვის იბრძვიან, ზედიზედ მეორე წელია  საუკეთესო ქალმა სამთო-მოთხილამურეებმა თავიანთი ჯილდოებით უფრო მეტი თანხა მოიპოვეს, ვიდრე ვაჟმა სამთო-მოთხილამურეებმა. მსოფლიო თასის თითქმის ყველა ეტაპზე საპრიზო ფონდი შეადგენს 120 000 შვეიცარიულ ფრანკს, რომელიც საუკეთესო 30 მონაწილეზე ნაწილდება.

2017/18 წლის სეზონზე საუკეთესო 18-მა ქალმა მოთხილამურემ უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე 18-მა საუკეთესო ვაჟმა მოთხილამურემ. 2016/17 წლის სეზონზე კი 13-მა ქალმა უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 13-მა ვაჟმა. ბოლო ორი ზამთრის სეზონია რაც ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე ვაჟთა შორის ნომერმა პირველმა სამთო-მოთხილამურემ - მარსელ ჰირშერმა.

,,წელს მე შევძელი ქალთა და ვაჟთა შორის ყველაზე მეტი თანხის მოგება, მაგრამ მიუხედავად იმისა ჯერ კიდევ დიდი ბრძოლაა საჭირო გენდერული კომპენსაციის აღმოსაფხვრელად, თუმცა პროგრესი კი არის ნამდვილად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამაკაცი სპორტსმენი - მარსელ ჰირსერი ასპარეზობდა და წელსაც მას ჰქონდა დიდი შედეგები."

მიკაელა შიფრინმა წელს შეძლო 702 774 შვეიცარიული ფრანკის მოგება. წელს ყველაზე მაღალი ფულადი ჯილდო იყო კურშეველში, ლიენცში და ფლახაუში. ფლახაუში საპრიზო ფონდი 194 054 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენდა. მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვა და მას 39 000 ფრანკი ერგო. ასევე ბად კლაიკირხემში საპრიზო თანხამ მინიმალურს გადააჭარბა.

2017 წლის ბიბისის კვლევის მიხედვით 44 პროფესიონალური სპორტი მათ შორის: კალათბურთი, ბანდმინტონი, ფეხბურთი, გოლფი და ჩოგბურთი, 20 პროცენტით ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს საპრიზო ფონდს, რომ ქალთა და ვაჟთა შორის თანაბარი რაოდენობის თანხა იყოს. თუმცა უიმბლდონმა ორივე სქესის გამარჯვებულ სპორტსმენს თანაბარი თანხა გადაუხადა.

,,მე ვფიქრობ, რომ ქალისა და მამაკაცის ერთიდაიმავე სამუშაო  ერთნაირად უნდა შეფასდეს. სამთო-სათხილამურო სპორტში ფულადი ჯილდოები თანაბარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ - თქვა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის დირექტორმა ატლე სკარდალმა.

ნორვეგიელმა ნინა ჰევერ-ლოსეტმა გასული სამი წლის განმავლობაში საშუალოდ წელიწადში 106 175 შვეიცარიული ფრანკი მოიპოვა. ნინა სპორტსმენისთვის ფულად ჯილდოს ერთ-ერთი მოტივაციად ასახელებს და ასევე ის ამბობს, რომ ეს გარემოება აუცილებელია სპორტის განვითარებისთვის. ,,ბავშვობაში ვხედავდი, რომ ამ სპორტით ქალები ფულს გამოიმუშავებდნენ, ამის გამო ჩემი ინტერესი ამ სპორტის მიმართ უფრო გაიზარდა და მომინდა გამხვდარიყავი პროფესიონალი სპორტსმენი. ქალი სპორტსმენისთვის ძალიან კარგი გრძნობაა, რომ საპრიზო თანხა მამაკაცის საპრიზო თანხას უტოლდება. სხვაგავარდ უსამართლობა იქნებოდა. ვამაყობ, რომ ჩვენი სპორტი ამითაც გამოირჩევა, როცა საქმე ეხება ქალებისა და ვაჟების თხილამურებით სრიალს. 2018 წელია და სამწუხაროა, რომ სხვა სპორტებში ქალთა და ვაჟთა შორის უფსკრული ჯერ კიდევ დიდია, როდესაც საქმე ფულად პრიზს და შემოსავალს ეხება.“

ეს შედარება მხოლოდ საპრიზო ფულად მოგებაზეა და, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს სპონსორებს. სპონსორების ფულადი ჯილდოები ყოველთვის არ არის გამოქვეყნებული.