ქართული ამბები

19 Jun '18

ნინო წიკლაური საფრანგეთში ვარჯიშობს

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრი - ნინო წიკლაური საფრანგეთში იმყოფება. ლეს დუ ალპსის მყინვარზე ნინო 5 ივლისამდე ივარჯიშებს.

,,სასწაული თოვლია, ამინდიც ხელს გვიწყობს და ამ ყველაფერს მაქსიმალურად ვიყენებთ, რომ კარგად ვივარჯიშოთ. ივლისში ფიზიკურად მოვემზადებით და აგვისტოში ისევ თოვლს დავუბრუნდებით.“ - ნინო წიკლაური.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ ნინოს!