ქართული ამბები

19 იან '18

იტალიაში ნინო წიკლაურმა მესამე ადგილი დაიკავა

იტალიის კურორტ დობიაკოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა  სამთო-სათხილამურო შეჯიბრება - სლალომი, სადაც ნინო წიკლაურმა იასპარეზა, მან მესამე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 25 სპორტსმენი ასპარეზობდა. გაიმარჯვა ნორვეგიელმა რიკი გასმან-ბროტმა, მეორე ადგილზე ლატვიელი ლინი ბონდარე გავიდა.

ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას!