მსოფლიო ამბები

27 ნოე '17

ლეიქ ლუისში ჩემპიონები: ბით ფოისი და კეტილ იანსრუდი გახდნენ

25-26 ნოემბერს კანადის კურორტ ლეიქ ლუისში ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები გაიმართა.

მიუდავად იმისა, რომ მაღალი ტემერატურის გამო ორი ოფიციალური ვარჯიში გაუქმდა და მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩატარდა, 25 ნოემბერს სწრაფდაშვება მაინც გაიმართა. ყველაზე სწრაფი შვეიცარილი ბით ფოიცი აღმოჩნდა, მასთან მხოლოდ +0.09 წმ. წააგო ავსტრიელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა მატიას მაიერმა და მეორე ადგილი დაიკავა; მესამე ადგილზე შარშან ტრავმირებული ნორვეგიელი აკსელ ლუნდ სვინდალი გავიდა, მან გამარჯვებულთან +0.32 წმ. წააგო.

მეორე დღეს, სუპერგიგანტი ნორვეგიელმა კეტილ იანსრუდმა მოიგო, მასთან +0.28 წმ. ავსტრიელმა მაქს ფრანცმა წააგო და მეორე ადგილი დაიკავა, მისი გუნდელი ჰანეს რაიხელტი კი მესამე ადგილზე გავიდა. (+0.32 წმ.)

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 1-3 დეკემბერს ამერიკაში, ბევერი კრიკში გაიმართება.