მსოფლიო ამბები

13 ნოე '17

ფელიქს ნოიროიტერმა სლალომი მოიგო

12 ნოემბერს ქალების შემდეგ ერთმანეთს ვაჟები შეეჯიბრნენ. 2017-2018 წლის ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სლალომის პირველი ეტაპი გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი გავიდა, მან ფელიქსთან +0.37 წმ. წააგო, მესამე ადგილი კი შვედმა მატიას ჰარგინმა დაიკავა.

პირველი ცდის შემდეგ ბრიტანელი დეივ რიდინგი ლიდერობდა, მეორე ცდაზეც ძალიან კარგად მოდიოდა და ისევ იგებდა, მაგრამ სამწუხაროდ ფინიშთან ახლოს ასპარეზობას გამოეთიშა.