მსოფლიო ამბები

2 ნოე '17

ბოდი მილერმა კარიერა დაასრულა

ამერიკელმა სამთო-მოთხილამურე ვარსკვლავმა - ბოდი მილერმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ბოლოს მილერმა ორ წელიწადნახევრის წინ ლენცეჰაიდეში იასპარეზა. მაშინ ბოდიმ განაცხადა: -,,გრძელი კარიერა მქონდა, მაგრამ ისევ მაქვს  შეჯიბრებებზე ასპარეზობის ჟინი.“

ბოდი მილერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ კარიერის დასრულება არ უნდოდა ადრეულ ასაკში, რადგან წარმატების გარდა სპორტისთვის მეტის გაკეთება  და სისტემაში ცვლილებების განხორციელება უნდოდა.

ბოდი მილერმა თავისი კარიერის განმავლობაში მრავალი შეჯიბრება მოიგო: 33 შეჯიბრება, სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში ამ წარმატებით  ბოდი რვა საუკეთესო სამთო-მოთხილამურეს შორის შევიდა. ბოდი მილერი ერთ-ერთია რამდენიმე სამთო-მოთხილამურეს შორის, რომელმაც მსოფლიო თასის გათამაშებაში ხუთივე სახეობაში გამარჯვება მოიპოვა: 8 სწრაფდაშვება, 5 სუპერგიგანტი, 6 სამთო კომბინაცია, 9 გიგანტური სლალომი და 5 სლალომი. ამ შედეგებმა მას ორჯერ დიდი მსოფლიო თასის მოგებაც შეაძლებინა (2005-2008  წწ.), ბოდიმ ასევე 2004 წელს გიგანტური სლალომის თასი და 2005-2007 წლის სუპერგიგანტის თასებიც მოიპოვა.

ბოდი მილერი ვანკუვერის ოლიმპიადის სუპერგიგანტის სახეობის ოქროს მედლის, სოლტ ლეიქ სიტის სუპერგიგანტის ვერცხლისა და სწრაფდაშვების ბრინჯაოს მედლების მფლობელია. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ბოდიმ სუპერგიგანტის ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა.

ბოდი მილერი ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია. (სუპერგიგანტი და სწრაფდაშვება - ბორმიო 2005 წ., გიგანტური სლალომი და კომბინაცია - სანტ-მორიცი 2003 წ.), 2003 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე მან სუპერგიგანტის ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია ბოდი მილერს მიმართავს: -,,დიდი მადლობა, ბოდი, იმისათვის, რაც სამთო-სათხილამურო სპორტისთვის გააკეთე. შენ იყავი ქარიზმატული სპორტსმენი. გმადლობ, რომ სპორტის ეს სახეობა განავითარე. მსოფლიო თასის გათამაშების ტურში დაგვაკლდები და მოგვენატრები. გისურვებთ მომავალში ყოველივე საუკეთესოს!“

საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც ყოველივე საუკეთესოს უსურვებს ბოდი მილერს.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.