მსოფლიო ამბები

24 ოქტ '17

ილკა შტუჰეცმა მუხლის ტრავმა მიიღო

22 ოქტომბერს პიცტალში (ავსტრია)  სლოვენიელმა, სამთო-მოთხილამურე ვარსკვლავმა ილკა შტუჰეცმა სლალომის ვარჯიშის დროს მუხლის ტრავმა მიიღო. ილკა შტუჰეცმა 2016/17 წლის სწრაფდაშვებისა და სამთო კომბინაციის მცირე გლობუსები მოიპოვა, სუპერგიგანტსა და საერთო ჩათვლაში იგი საუკეთესოთა სამეულში შევიდა. ილკამ მყინვარზე ვარჯიშისას მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.

ილკა შტუჰეცს ოპერაციას 25 ოქტომბერს გაუკეთებენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თხილამურებს როდის დაუბრუნდება.

ილკა ახლახანს ,,Milka Ski Star“ად  დასახელდა.  

.