მსოფლიო ამბები

18 Aug '17

მარსელ ჰირშერი ვარჯიშის ექვს კვირას გამოტოვებს

გუშინ ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოლტალერის მყინვარზე (ავსტრია) მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, სლალომის ვარჯიშის დროს დაეცა და ფეხის ტრავმა მიიღო. დიდი მსოფლიო თასის მფლობელი მარსელ ჰირშერი ვერტმფრენით ზალცბურგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მარსელმა კოჭის ძვალი მოიტეხა და საბედნიეროდ ოპერაცია არ დასჭირდა, მაგრამ მას ვარჯიშის ექვსი კვირა გაუცდება.

სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მას!