ქართული ამბები

19 Jul '17

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატების ვიზიტი საქართველოში

ავტორი: პატრიკ ლანგი

მთავარი მიზნები, რომლებიც GSF-სა და FIS - ის წარმომადგენლებს ჰქონდათ, წარმატებით განხორციელდა.

პირველი დღე.

სასტუმრო Radisson-ში პირველმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. დიალოგი FIS- ის წარმომადგენლებსა და GSF-ის დელეგატებს შორის წარმატებით წარიმართა.  ჩვენსა და სპორტის მინისტრს შორის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის გაცვლა მოხდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მათ გამოავლინეს სრული მზადყოფნა  როგორც ფინანსური, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებებით. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო გარემო, რომელიც იქ დაგვხვდა.

პროექტის ხელმძღვანელმა მოგვახსენა, რომ სპორტის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით გარკვეულწილად ტურიზმის პოპულარიზაციაც ხდება.

სადილის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს წამყვანი სპორტსმენები თავისუფალ სრიალსა და სნოუბორდით სრიალში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლევან მეტრეველი და მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც ზრუნავს სამთო საკურორტო ზონის განვითარებაზე.

MRDCI-ის დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა, ისაუბრა საქართველოს სამთო საკურორტო ზონებში - გუდაურსა და ბაკურიანში, მომხდარი ცვლილებების შესახებ, მაგალითად როგორიცაა ახალი საბაგირო. მან ასევე  სამომავლო გეგმებიც წარმოგვიდგინა.

FIS-მა  მათი ახალი გეგმა წარმოგვიდგინა, რომელმაც ჩინეთში წარმატებით ჩაიარა. ...შეთანხმებამ Ali Sport-თან ხელი შეუწყო, რომ 300 მილიონი ადამიანი ჩინეთში გაცნობოდა თხილამურით სრიალსა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობას.

ლევან მეტრეველმა წარმოადგინა თავისუფალი აქტივობები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან ბევრი ადამიანის მოზიდვა და აქტიურად ამ საქმეში ჩართვა. მან ყურადღება გაამახვილა მსგავსი აქტივობის არსებობაზე რაგბიში და გვაჩვენა საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა. ლევან მეტრეველი ოპტიმისურადაა განწყობილი საკუთარი გეგმის მიმართ და თვლის, რომ 750 ზე მეტი მოხალისე ადამიანის დახმარებით შეძლებს, რომ საკუთარი გეგმა განახორციელოს.

საღამოს გაიმართა ვახშამი FIS- ის წარმომადგენლებსა,GSF-სა და MRDC- ისათვის.  ვახშამს ასევე ესწრებოდა GSF-ის ყოფილი  პრეზიდენტი,და სამთო სათხილამურო სპორტის დიდი მხარდამჭერი ბატონი გიორგი რამიშვილი.

საბოლოოდ, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღინიშნა ქართველების სტუმართმოყვარეობა და თითოეულმა სტუმარმა დიდი მადლობა გადაუხადა მათ. ასევე ხაზი გაესვა  და დადებითად შეფასდა ქართველების მხარდაჭერა ზამთრის სპორტისადმი.

მეორე დღე

მეორე დღეს GSF-ის პრეზიდენტთან, ზურაბ კოსტავასთან და ლევან მეტრეველთან ერთად  გუდაურსა და ბორჯომ-ბაკურიანში გავემგზავრეთ. თავდაპირველად ჩავედით გუდაურში, სადაც საკმაოდ თბილად შეგვხვდნენ და წავედით ადგილების დასათვალიერებლად, რომლებზეც მომავალში ტრასების აშენება იგეგმება. გონდოლით ავედით ზემოთ და  დავრწმუნდით, რომ ეს ადგილი საკმაოდ შესაფერისია სათხილამურო ტრასის მოსაწყობად.

სიღრმისეულმა გამოკვლევება, რომლებიც კანადური კომპანიამ ჩაატარა, დაადასტურა, რომ გუდაური საკმაოდ კარგი ადგილია სათხილამურო ტრასების მოსაწყობად და როგორც FIS- ის წარმომაგდენლები აღნიშნავენ, საკმაოდ კარგი ადგილია ინვეტიციის განსახორციელებლად. საკმაოდ მომხიბლავია გუდაურში არსებული სასტუმრო, რომელიც იტევს 300 სტუმარს და გვთავაზობს შესანიშნავ კომფორტს.

შემდეგ გეზი ბორჯომისკენ ავიღეთ. ბორჯომში დავათვალიერეთ ორი სასტუმრო, ქროუნ პლაზა და რიქსოს ბორჯომი, ორივე სასტუმრო იდეალურია VIP სტუმრების დაბინაბისთვის, რადგან ვერტმფრენის მისაღებიც აქვს.  

ბაკურიანში ჩასვლისთანავე კოხტისაკენ გავემართეთ.   დავათვალიერეთ ადგილი, სადაც სასტუმრო Rooms-ი უნდა აშენდეს.

ბატონი ფიტჯერალდი აღტაცებული იყო ტრასებით, ის აღნიშნავდა, რომ სათხილამურო ტრასა იმდენად გამართული იყო, რომ მცირე დეტალების გამოსწორების შემდეგ ეს ადგილი  მზად  იქნებოდა   მსოფლიო თასის ღონისძიების ჩატარებისთვის.

საღამოს კვლავ გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები განხორციელდებოდა მომავალ წელს ბაკურიანში. დისკუსიას უძღვებოდა დავით ნათაძე.

შემდეგი 10 წლის განმავლობაში  ბაკურანში საკმაოდ ბევრი ცვლილების გატარება იგეგმება. კურორტმა უნდა უმასპინძლოს დღეში დაახლოებით 10,000 სტუმარს, ხოლო ტრასები 30,000 მოთხილამურეზე უნდა იყოს გათვლილი. საამისოდ უკვე დაწყებულია სამუშოები. ბოლო სტატისტიკის თანახმად, ბაკურიანში ჩამომსვლელთა რიცხვი, ბოლო წლებთან შედარებით, 30%-ით არის გაზრდილი. ამაში დიდი წვლილი ახალ სათხილამურო ტრასას, “კოხტა-მიტარბს” მიუძღვის.

მეორე დღეს  დიდველის სათხილამურო ტრასას ვესტუმრეთ და ბატონ თაზო გამცემლიძესთან ერთად, მისი განვითარების სისტება განვიხილეთ.

 

ეს ტრასა მრავალფეროვანია, რადგან იძლევა საშუალებას, რომ  როგორც დამწყებ, ასევე პოფესიონალ მოთხილამურეებს უმასპინძლოს. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კომფორტულია მათთვის, ვინც ტრანსპორტით სარგებლობს, რადგან პარკინგი გონდოლის ტიპის საბაგირო გზამდე ძალიან ახლოსაა.

შესაძლებელია ამ ადგილს რამდენიმე მნიშვნელობა მიეცეს, მათ შორის სნოუბორდის პარკის გაკეთება. იდეა საკმაოდ ბევრ ახალგაზრდა სპორტსმენსა და დამწყებ სნოუბორდისტს მიიზიდავს.

თოვლს რაც შეეხება, ეს საკითხი პრობლემას არ წამოადგენს, რადგან კლიმატის გათვალისწინებით უთოვლობის პრობლემა თითქმის არ არის, გარდა ამისა დამონტაჟებულია ხელოვნული თოვლის აპარატებიც.  გონდოლით ზემოთ ასვლის შემდეგ მოგვახსენეს ამ  ტრასებზე არაერთხელ ჩარატებულა ტურნირები. ძირითადად, თებერვალის და მარტის დასაწყისში.

მისტერ ფიტჯერალდმა აღნიშნა, რომ ამ ადგილას შესაძლებელია ტურნირების ჩატარება, რადგან შესანიშნავია დაქანების დონე, თუმცა აუცილებელია ტრასის სიგანეში გაზრდა და უსწორმასწორო ადგილების შესწორება.

აღსანიშნავია ბაკურიანის ისტორიული მხარეც, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგალითად საკმაოდ ძველი მატარებელი.

ბაკურიანის ცენტრში კიდევ არის ერთი სათხილამურო ტრასა, რომელიც შესანიშვანია დამწყები მოთხილამურეებისთვის, უფრო მეტად ბავშვებისთვის.

ლანჩის შემდეგ   მისტერ ფიცჯერალდმა მოაწყო მცირე პრეზენტაცია, რომელზეც მან სხვადასხვა საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

მან რეკომენდაციები გაუწია სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დანერგვას,  მაგალითისთვის მაყურებლებისათვის დასაჯდომი ადგილების აშენებას და სხვა.

მისი თვალსაზრისით, ბაკურინსა და გუდაურს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ უმასპინძლოს სხვადასხვა ღონისძიებებს.

მან GSF-ს ურჩია, რომ ორივე სამთო-სათხილამურო კურორტზე შიდა შეჯიბრები მოაწყონ. ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას საქართველოში და შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მოთხილამურეების  წარმატებას.

მან თავისი გამოსვლა დაასრულა ფრაზით: ,,ძირითადი თავისუფალი სტილის და სნოუბორდის ღონისძიებები” შესაძებელია, რომ ჩატარდეს საქართველოში.

შემდეგი ნაბიჯი მისტერ ფიტჯერალდის საბოლოო მოხსენებაზეა დამოკიდებული.

შესაძლებელია, რომ 17 დეკემბრიდან 18 თებერვლამდე ინვესტორთათვის კოხტის ტრასების საჩვენებლად გამოფენა გაიმართოს.