მსოფლიო ამბები

14 Mar '17

სქუე ველიში მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვა

10-11 მარტს ამერიკის კურორტ სქო ველიში ქალთა მსოფლიო თასის ტექნიკური სახეობები გაიმართა.

ორივე სახეობაში მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვა. გიგანტურ სლალომში მეორე და მესამე ადგილებზე: იტალიელი ფედერიკა ბრინიონე და ფრანგი ტესა ვორლი გავიდნენ. სლალომში კი ჩეხმა სარკა სტრახოვამ მეორე და ავსტრიელმა ბერნადეტ შილდმა მესამე ადგილები დაიკავეს.

მიკაელამ თავის კარიერაში მეოთხე სლალომის მცირე მსოფლიო თასი მოიპოვა და იგი სავარაუდოდ 2017 წლის დიდი მსოფლიო თასის მფლობელიც გახდება. ამჟამად შიფრინს 1523 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილზე სლოვენიელი ილკა შტუჰეცია, რომელმაც აქამდე 1145 ქულა მოაგროვა, მას 92 ქულით იტალიელი სოფია გოჯა ჩამორჩება. დანარჩენი სახეობების თასის მფლობელებიც ფინალურ ეტაპზე გადაწყდება.

მიკაელა შიფრინმა თქვა: -,,ჩემი უპირველესი მიზანი სლალომის თასის მოგება იყო, მაგრამ აქ ამაზე არ ვფიქრობდი. სლალომში ვენდი ჰოლდნერი იგებდა, ფინიშამდე ორი კარიღა აკლდა, რომ ასპარეზობას გამოეთიშა, ვიცი რა ცუდი შეგრძნებაა. ვიცოდი, რომ ორივე სახეობის მოგების შანსი მქონდა, ვცდილობდი კარგად მესრიალა და ბედნიერი ვარ, რომ მოგება შევძელი.“

ასპენში 15 მარტიდან დაიწყება ფინალური ეტაპები და 19 მარტს დასრულდება 2017 წლის მსოფლიო თასის გათამაშება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა